* * * "ბედნიერი ვარ"
ბედნიერი ვარ,
ბედნიერი ვარ,
ბედნიერი ვარ სამარადისოდ,
რაც შეიძლება,
რაც შეიძლება,
რაც შეიძლება კაცს რომ აღირსონ,
ისევ მედაოს,
ისევ მედაოს,
ისევ მედაოს ვინაც მედავა,
ისევ მაწამონ,
ისევ მაწამონ,
ისევ მაწამონ, მაინც მხნედა ვარ.
სულ წვეთი შევსვი,
სულ წვეთი შევსვი,
სულ წვეთი შევსვი სოფლის წყაროდან,
უკვდავებისთვის,
უკვდავებისთვის,
უკვდავებისთვის ესეც კმაროდა.