პერიოდიდან “365 ნამდვილი სიზმარი”
გავრბივარ,
მომსდევენ ხეების ჩრდილები. . .
ფანჯრიდან
მზვერავენ სიზმრების გმირები.
წვიმები
მიშლიან ბილიკებს გავლამდე. . .
მე თვითონ დავთვალე,
რამდენჯერ დავცალე
სახმო იოგები
მჭიდივით,
ოღონდ იქ,
შიგნით,
საფეთქლებს მიღმა
და კედლებს დავეხალე,
მაგრამ ვერ დავშალე. . .
რისთვის ააშენეთ ამხელა ქვები
და ცა გადამიმალეთ?
გავრბივარ შორს,
სადაც მწყემსივით ცხოვრობს მზე.
გაზაფხულს
მე სხვაგან შევხვდები
მიმყავს ხეები და
თქვენ რა გეშველებათ,
ჩრდილგახდილ ქალაქში ვინც რჩებით?