ქუჩიშვილი(ჩხეიძე) გიორგი
გაზიარება

მინდია-ვაჟა 

ორივ, ტკბილია, ძმობილო,  

მირჩევნის ორთავ თვალზედა. 

რ. ერისთავი 


სიმღერის ჟინი მომივლის
და ოჯახს გავეპარები,
ლაღი, ყელმოღერებული
მთისაკენ მივეჩქარები.
ავალ და ვხედავ: მეღება
ცით დახურული კარები,
მინდა შოთასაც ვასმინო
ფშავ-ხევსურთ დანაბარები.

რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე,
ორი ცეცხლი მწვავს ტრფობისა:
ერთია - შემოქმედების,
მეორე - ჯალაბობისა.

რა წამსაც ძახილს დამიწყებს
დედა-ბუნება გრძნეული, -
ქუდმოგლეჯილი გავრბივარ.
მინდიად გადაქცეული.
რომ არ წავიდე, არ ძალმიძს,
გულს ჯავრი დაეჭიდება,
და ჩანგსა, ჭვარტლში მიგდებულს.
ცრემლები დაეკიდება.
წავალ და, ვიცი,უჩემოდ
ცოლ-შვილი ამიტირდება,
ორივე საყვარელია,
ორთავეს კვება სჭირდება,
ერთიც მემდურის, მეორეც,
ორივ მე ამიხირდება
და ორცეცხლშუა ეს გულიც
იწვის და მინახშირდება.

 

1935 წ. 

??????