ქებურია ბელა
გაზიარება

მე მიკვირს ახლა 

მე მიკვირს ახლა,
იმქვეყნიურ, მიღმიერ სულთან
რა პაემანი აიჩემა
სულმა მშფოთვარემ,
იქნებ რაღაცის არიდება 
ან ახსნა უნდა,
ვიდრემდის ეკლის გვირგვინით 
შუბლს შემიმოსავენ.
არა! ნამდვილად
სხვანაირი დიდება მსურდა...
არა მარტვილის, მომნანიეს
ანდა ცოდვილის,
მე ამ უაზრო არსებობის 
დალეწვა მსურდა,
რათა ამეძრო სულისათვის
ხორცის ბორკილი.
მაგრამ მიზანი, გამჩენელო,
შენი სულ სხვაა...
თუკი ვიჩქარე,
არსებობას მომისჯი ისევ
და ამიტომაც გირიგდები...
ვდგები მორჩილად
და გ ა ნ დ ო ბ ი ლ ი ს 
ცრემლიანი თვალებით გიმზერ.

??????