ქებურია ბელა
გაზიარება

წუხელის წვიმდა... 

წუხელის წვიმდა, წვიმდა და წვიმდა, 
ვერ დავიძინე ვერასდიდებით, 
როგორ მტკიოდა და როგორ მწყინდა,
რომ წეროსავით ვერ გავფრინდები.

ცაზე ღრუბელნი - გამალებულნი
მიქროდნენ, წვიმდა, წვიმდა და წვიმდა...
შორს მიფრინავდა წეროთ კრებული,
წერო არ ვიყავ, მაშ რატომ მწყინდა?!

??????