ქებურია ბელა
გაზიარება

ვცდილობ ვისწავლო 

ვცდილობ, ვისწავლო
დავიწყება ტკივილის სწრაფად,
რადგან გზადაგზა
გახარების ვკარგავდი უნარს,
ვერ ვაღიარე, საყვარელო,
სამყურა ვარდად,
მაგრამ ამაზე სულაც არ ვწუხვარ.
ნეტავ რა არის,
ჩემთა თვალთა ნავსაყუდლიდან,
ციცინათელას ციმციმით რომ
სადღაც გაფრინდა?!
მე რაც კი მითქვამს,
ამომითქვამს იგი გულიდან,
სხვისთვის არასდროს მიმზერია
მტრული საფრიდან.
მტოვებს ყოველი,
რაც მიყვარდა, ვისაც ვუყვარდი,
თავშესაფარი -- სიამაყე,
დაცხრილეს წლებმა,
ვგრძნობ უკანასკნელ სიმაგრემდე,
გულის გულამდი,
მიმყვება თითქოს არყოფნის სევდა.
შორეულ სივრცეს
უკვე ვუმზერ უცხო იმედით,
ყოფნის სურვილი
მიასილა ტალღამ ჯებირებს,
მე ცხოვრებიდან მოთმინებით
ტკივილს ვიღებდი
და ამით მიდგას
სული ჯერ კიდევ...
და იმ იმედით, რომ სიყვარულს
აქვს თეთრი ფრთები,
მივა ყველასთან,
გავიგონებ წეროთა რიალს...
...გაზაფხულია,
ადიდებულ გრძნობის მდინარეს,
ეტყობა, ჩემი ტკივილიც მიაქვს.

??????