ქათამაძე ჯემალ
გაზიარება

არაბ ქალს 

ასე უღმერთოდ ვინ გაგიმეტა,
ტანს რომ მიარხევ ველურ ვენახად.
რად დაუბერა ნიავმა ნეტა,
ნეტავი ჩადრში მზე არ მენახა.

შავი თვალების მომხვდა მახვილი
და კვლავ გამიხსნა ძველი იარა.
მე გავიგონე მწარე ძახილი
და დამიღვარა შვების ფიალა.

და გამახსენა ჩემი წარსული,
ტურფა დედა და ნაზი ბებია.
გამოხვეული ჩადრში ასული,
ფიქრში ღამე რომ გათენებია.

და ანგელოზი ჰგავდა არაფერს,
ტანს მიარხევდი ველურ ვენახად.
რად ჩამოვედი ნეტავ არაბეთს,
ნეტავი ჩადრში მზე არ მენახა!

??????