ქათამაძე ჯემალ
გაზიარება

აჭარა 

ნატვრის თვალივით მკერდზე ჰკიდია
მთებს დალოცვილი აჭარა ჩემი.
ზღვა ჩვენთან უფრო ღრმა და დიდია,
ზღვაზე ოცნების მიცურავს გემი.

სულში იღვრება ცა და ბუნება,
მზე კოცონივით ხმელეთს ედება.
ყველა ტკივილი განიკურნება,
თუ სიყვარული დაგებედება.

ცას ღამით წყდება ოქროს ღილები,
ციცინათლები თვალებს იტაცებს,
ასე წარმტაცი ქალიშვილები
არ მეგულება დედამიწაზე.

ზღვა ჩვენთან უფრო ღრმა და მშვიდია
და მზე იღვრება სულში მაჭარად.
ნატვრის თვალებით მკერდზე ჰკიდია;
მთებს საოცნებო ჩემი აჭარა.

??????