დიდი სინაზით (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი)
დიდი სინაზით - რადგანაც მალე
ყველასგან წავალ, გადავეგები -
სუყველაფერი კარგად გავთვალე,
მგლის რუხი ქურქი თუ ვის ერგება,
ვის ცხენისთავა ხელჯოხი წვრილი,
ვის სანებივრო შეხვდება პლედი.
ვის - სამაჯური ამოვერცხლილი,
ზედ დაცვენილი ფირუზის თვლებით...
ყველა ბარათი.. და ყვავილები,
რისი შენახვაც არის საძნელო...
უკანასკნელი ჩემი სიტყვები -
შენც, ჩემო ღამევ, უკანასკნელო!