ცვეტაევა მარინა
გაზიარება

"მე რომ ექვსისთვის სუფრა გავშალე" (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი) 

სულ  ვიმეორებ  ლექსებს  ბავშვურებს,

ვცვლი  და  ვასწორებ  სტრიქონს  ისევე:

_“მე  რომ  ექვსისთვის  სუფრა  გავშალე“...

მხოლოდ   მეშვიდე   არ   გაიხსენე.

სხედხართ   ექვსივე  ტკივილით   სავსე,

ცრემლის   ხაზები  არღვევს  სიმშვიდეს,

როგორ   შეგეძლო,   ამგვარად,   ასე

დაგვიწყებოდა ,  მაინც ,   მეშვიდე...

მოწყენილია   სტუმრები,   ვხედავ,

ბროლის  საღვინეს   ხელს   არვინ  ახლებს.

ნაღვლობთ   ყველანი,  ის  უფრო მეტად,

ვისაც   სუფრასთან   არ  დაუძახეს.

არსად   სინათლე,  ხალისის   კვალი,

აჰ,  არც  მოლხენა,  ღვინის  სმა  ფიცხი,

როგორ    შეგეძლო   შემცდარიყავი,

როგორ   შეგეძლო   შეგშლოდა  რიცხვი?

რად   დაივიწყე,   რომ   ექვსის   გარდა

(ორი   ძმა,   ხოლო   მესამე   რიგით

თავად  ცოლითურთ,   მამა  და  დედა)

არის   მეშვიდეც... და  მე   ვარ  იგი!

შენ  რომ   ექვსისთვის  სუფრა  გაშალე,

განა   დაიქცა  მიწა  მაშინვე?! _

სჯობს  თქვენთან   ვიყო - ჩვენებასავით,

თორემ  ამქვეყნად  ცოცხლებს   ვაშინებ,

(ღვიძლებთან)...მხოლოდ  ქურდულად,  უბრად,

,  არა   სულის  სულზე   ნათებით! _

იმ  გაუწყობელ   საჩემო   სუფრას

რიგით    მეშვიდე - შევემატები.

ჰოპ! - და  სასმურსაც   პირჩაღმა  ვისვრი,

რაც   დასაქცევი   იყო,   დაიქცა:

თვალიდან - ცრემლი,  ტანიდან -  სისხლი

მაგიდის  საფარს,  დაბლა  ხალიჩას.

და   გაქრა   კუბო!   გლოვის   აჩრდილი!

მოფხიზლდა,   ჯადო   მოიხსნა   სახლმა.

როგორც   სიკვდილი   სუფრას   ქორწილის

ეს   მე - სიცოცხლე   გეწვიეთ   ვახშმად.

არც   მეგობარი   და   არც  ქმარ-შვილი,

არც   ძმა    და ...  მაინც  საყვედურს   გეტყვი:

შენ   რომ   ექვსისთვის   სუფრა   გაშალე,

იქ   ერთი   კუთხეც   არ  იყო   ჩემთვის.

??????