ხომალდი - გული (თარგმანი: ჟუჟუნა ხაჯიშვილი)
ხომალდი - გული, გული და ვარდი...
და ერთადერთი ფანჯრიდან ჩანდეს_
თოვლი, თოვლი, თოვლი.
იწვეთ ისეთი, როგორიც მხიბლავთ:
დაუდევარი, გულგრილი, ზანტი,
დროგამოშვებით გაკვრა ასანთის
და პაპიროსი იწვის და ქრება.
და დიდხანს, დიდხანს მაგ თქვენს თითებში
თრთის ლურჯი ნავლის პატარა სვეტი.
რომ გადაფერფლოთ არცა გაქვთ ფიქრად -
და პაპიროსი ცეცხლისკენ მიქრის.