კეკელიძე გიორგი
გაზიარება

ხუთი დრო 

(მესამე აღთქმა)

,,კამეჩი წევს და იცოხნის“

.გაზაფხული.

–ადამი–


მთვარეს ვუყურებდი და ვწყევლიდი,
მთვარეს ვუყურებდი და ვწყევლიდი,
ტანზე სხვისი ტანი მემოსა და
მგლის კბილს ირმის ქონში ვასველებდი.
ერთხელ ერთ უდაბურ ტყეში მოვხვდი,
ბილიკი სადღაც ხევში ჩაიჩეხა,
დაიმსხვრა,
ათასად გაიფანტა –
ერთი ვარ, ერთს ვენდე და ერთს გავყევი.

–შენ–


აჰა, ბაღი მშვენიერი,
ბაღში მოხუცი წევს წვერის ლოლოებით.
მიველ – ცულს დავკრავ და გავათავებ,
მიველ – ცულს დავკრავ და გავათავებ.
გამოეღვიძა,
დამინახა და მოვეწონე.
მომეხვია და შვილობა დამაბრალა.


–ევა–


_ აჰა, ჩემი ტევრი,
ხილი იხილე, ჩრდილი იჩრდილე,
რაც გესურვილოს, ისურვილე,
ოღონდ იმ სახლში ჩემი ცოლი წევს
–მას ნუ ნახავ.





.ზაფხული.




–ივნისი–

მზე


–ივლისი–

მზე

–აგვისტო–

მზე



.შემოდგომა.

–სექტემბერი–

მზე
წვეთავს სასანთლიდან –
ბალახებს და ხეებს მოედო.

–ოქტომბერი–

ქარმა დაუბერა – ხეები ჩაქრნენ.

–ნოემბერი–

დაცვენილ ფოთლებზე ცეცხლი აგრილდა –
მიწამ თავზე წაიყარა ცოტა ნაცარი.




.ზამთარი.

–შეცივება–

ცას თხელი კანი აექერცლა.
მუხლამდე დადო.




–სტუმრად წასვლა–

თოვლში ისე ღრმად ვადგამ ნაბიჯებს,
თითქოს მიწისთვის ჰაერს ვიპარავ.


–მისვლა. განშორება.ცრემლები–

წასვლამდე სარკეში შევეხეტე
და მთელი ოთახი შევიტანე,
პერანგი ფერადი და ღილნაკლული
და სუნთქვა ყელამდე
შ ე ვ ი კ ა რ ი.
და მერე სასთუმალთან მივუჯექი
და თვალი თვალზე 
გ ა დ ა ვ ა ვ ლ ე –
აუწყლიანდა.





.მეხუთე.


–იგავი–
ჩვენი წესი ისევ არაფრით ვაჭრობაა,
ჩვენი წესი თქვენი წესია –
ბაღში ვწევართ და ჰაერს ვიცოხნით.


–იგავის ახსნა–

დავიხოცეთ – ეს სასაფლოა,
ხანდახან გვბეზრდება ასე წოლა
და მოლოდინი,
თანაბრად ვიყოფით და ვერთობით
–ვისი სული გსურს?!
–ვისი სული გსურს?!
ჩვენი ვირჩევთ და ისინი დაგვცინიან,
ისინი დაგვცინიან და ჩვენ ვირჩვეთ –
–რაც აღარ გვაქვს, რა გიბოძოთ?!
–რაც აღარ გვაქვს, რა გიბოძოთ?!

??????