ჰალა ლიმზირ, ბუკოლიკი
რიგი სიტყვისა ციტირებულია სვანთა ,,ალის შელოცვიდან”
რიგი სიტყვისა გ.კეკელიძის ,,ალის შელოცვიდან”
მარტო ძმა იყო სოფელი,
როცა ორღობეში შევეპარე,
ზამთრის ზარმაც ღამისას შევეპარე,
მინდოდა მისი სახლეული მენახა . .
სახლის თვალებში მისი ცოლი დავინახე,
მაგრამ ცოლის თვალებში სახლი დავინახე
და ვერ ვიფიქრე მისი ცდუნება.
მაინც დამედევნა სოფელი,
გამოყვა კვალსა ნავალსა,
გამოყვა კვალსა ნავალსა,
მალე დამეწია სოფელი
და თქვა სოფელმა:
ამოვჭრა ყური სევდისა,
ამოვჭრა თვალი დარდისა,
გავთოკო და მარად ვიყმო.
_ ნუ სოფელო ბედნიერო,
ნუ ამჭრი ყურსა სევდისა,
ნუ ამჭრი თვალსა დარდისა,
უნებლიედ მოსული ვარ,
უნებლიედ გაზრდილი ვარ,
სწრაფად მოსული ვარ,
სწრაფად წავალ. . .
და მითხრა სოფელმა _
მითხარი შენი წამალი!
_ ჩემი წამალი:
ელანი, მელანი,
ელანი, მელანი,
თუ სადმე შენი ყივილი ისმოდეს,
არ მოვიდე,
წმიდაო გიორგი,
დასწერე ჯვარი შენი!
რიგი სიტყვისა გ.კეკელიძის ,,ალის შელოცვიდან”
მარტო ძმა იყო სოფელი,
როცა ორღობეში შევეპარე,
ზამთრის ზარმაც ღამისას შევეპარე,
მინდოდა მისი სახლეული მენახა . .
სახლის თვალებში მისი ცოლი დავინახე,
მაგრამ ცოლის თვალებში სახლი დავინახე
და ვერ ვიფიქრე მისი ცდუნება.
მაინც დამედევნა სოფელი,
გამოყვა კვალსა ნავალსა,
გამოყვა კვალსა ნავალსა,
მალე დამეწია სოფელი
და თქვა სოფელმა:
ამოვჭრა ყური სევდისა,
ამოვჭრა თვალი დარდისა,
გავთოკო და მარად ვიყმო.
_ ნუ სოფელო ბედნიერო,
ნუ ამჭრი ყურსა სევდისა,
ნუ ამჭრი თვალსა დარდისა,
უნებლიედ მოსული ვარ,
უნებლიედ გაზრდილი ვარ,
სწრაფად მოსული ვარ,
სწრაფად წავალ. . .
და მითხრა სოფელმა _
მითხარი შენი წამალი!
_ ჩემი წამალი:
ელანი, მელანი,
ელანი, მელანი,
თუ სადმე შენი ყივილი ისმოდეს,
არ მოვიდე,
წმიდაო გიორგი,
დასწერე ჯვარი შენი!