ფირცხალაიშვილი ზურაბ
გაზიარება

*** იმან მოიგო 

იმან    მოიგო,   ვინც   სიშიშვლე   დამალა   მეფის

და   არა   იმან,   ვინც   აიღო   ხელში   შიმშერი...

დიდი   ამბავი,   თუ    ხელმწიფე    არის    შიშველი!

განა   ამისთვის   საჭეთმპყრობელს   სულელი   ეთქმის?

 

როგორიც    მღვდელი,   იმნაირი   მრევლი   შეჰფერის,

უნდა   მოერგო   ამ    უცნაურ    ბალს   და   მასკარადს,

დიდი    ამბავი,   თუ   ხელმწიფე   არის   მასხარა!

განა   მასხარებს    არ    სწყალობენ   თავად   მეფენი?

 

არაკი   რაა   ძველთაძველი   ლომის   და   მელის,

ვერ   დავიზუთხეთ   აქაური   ზნე   და   კანონი,

როგორც   ყმაწვილნი    უწვრთნელი   და   უასაკონი,

მეფის    კარიდან   გამოგვყარეს    სიმართლის    მთქმელნი...

 

მადლობა    უფალს,   ღვთის   მოშიშნი    მთლად   არ   გაგვწირა,

ნასუფრალიდან   ძვლები    მაინც    გაგვინაწილა...

 

??????