*** ქურდებში ხარ და
ქურდებში ხარ და შენც ქურდულად გიჭირავს თავი,
ლოთებში ხარ და შავ ღვინოს სვამ აზარფეშებით,
მიამიტი ხარ, ქედმაღლობა თუ არ შეგშვენის…
მიდის მდინარე და მდინარეს მიჰყვება ნავი.
იქნება მოხდეს და გამჟღავნდეს თეთრი და შავი,
ეს თვალთმაქცობა არსმენილი დაგიჯდეს ძვირად,
ყროყინის გამო თუმც ითვლები აქ მთავარ ვირად...
მიდის მდინარე და მდინარეს მიჰყვება ნავი.
რა უნდა გკითხო, თავად უწყი კარგის და ავის,
საამსოფლიო სიხარულის, ტანჯვის და გვრემის,
ო, ავიცენა, ბედაურო არაბულ რემის...
მიდის მდინარე და მდინარეს მიჰყვება ნავი.
გარკვეულ დრომდე, ჯერჯერობით მეც ვირად ვრჩები,
კურთხევა ვირებს, ვირის შვილებს სალამი ჩემი!...