კეკელიძე გიორგი
გაზიარება

თარიღები 

ის ყეფდა, 
ენა აეწყვიტათ დაგეშილ სიტყვებს,
მე გავერიდე და საჯიჯგნად ყური
(მივუგდე),
გასრესილ კვერცხს გავს მისი თვალი,
მოყვითალო მღვრიე წყალში წევს
და ქუთუთო – ჩამოშლილ ბუდეს
ანუ თოთხემტი წელიწადის უძინარია
და ქუთუთო ჩამოშლილ ბუდეს კი არ გავდა –
სხვა მეზობლის უნიბლიედ ღია კარებს
და მე კედელთან ატუზული სიზმრებს ვუმზრედი..

...................................
(ეს იყო ღმერთი – რადგან ვნახე – მე ის ვიწამე)

...................................

დავპირდი ათ ცხვარს,
თავთუხის პურს,
მწუხრისფერ ღვინოს
და ცოლს და სიდედრს
(გავუმხილე, რომ მათ თავსაც კი მივცემდი),
მაგრამ მესამემ
ხელმეორედ ჩამოიარა
და ერქვა ღმერთი (რადგან ვნახე – მე ის ვიწამე),
გასრესილ კვერცხს გავს მისი თვალი,
იგი მკაცრია –
მარცხნივ მე ვწევარ, მარჯვნივ სხვა
და ქვები სასთუმლად,
ქვებზე სიტყვები მიაჯაჭვა,
სიტყვები ყეფენ:

ყივჩაღი – 1804 – 2009
გიორგი კეკელიძე – 1984 –

??????