კეკელიძე გიორგი
გაზიარება

ბატონი პის ჭოგრიტი სიკვდილის საჭვრეტად და სხვა 

თვალზე სხვა სოფლის წყალი წავისვით,
რახან გამხმარი ცრემლები გვჩხვლეტდნენ 
და უსიზმრობა გვაწუხებდა.
ჰოი, უდაბურო ზაფხულო, 
ცრუდ მომაკვდავი აგვისტოსთვის ხვატით - 
გზებზე თითქოს ბოლოჯერ რომ ამოახველა,
აქ ისევ ძაღლი ყეფს და ისევ ქარავანი მიდის,
გაქუცული აქლემები მძინარ უდაბნოს
ჩლიქით ოქროს ქვიშას პარავენ და 
ნაკვალევში უცხო ჰაერს თესავენ...
ძაღლი ყეფს, მიდის ქარავანი.


ჩვენ სხვა სოფლის წყალი წავისვით 
და სიზმრები დაგვიბრუნდნენ 
და სიზმრები გვაღვიძებენ 
და ღამითაც ვუმზერთ უდაბნოს 
და ვხედავთ, რომ ხანდახან
ძაღლი არ ყეფს.
ძაღლი ყმუის.
ქარავანი მიდის. აღზევანს. 
მარილზე გადის. გაღმა.
მზის და მთვარის მზერის იქით მიექანება.

??????