დანელია ბათუ
გაზიარება

როცა გვიყვარდა 

შეგრძნებებს შორის რაცა ჩანს, ვითარცა ხიდი –
მარტოობა, რომელსაც სიცოცხლე დღითი
დღე მეტს მოითხოვს სულისთვის... ყველაზე დიდი
მარტოობა კი – უდიდეს სიყვარულს ახლავს,
რადგან მაშინღა დავფრინავთ ყველაზე მაღლა...
როცა გვიყვარდა, მოსავალს თესვისას ვმკიდით
და შორი სივრცე მიგვაჩნდა მშობლიურ სახლად...

როცა გვიყვარდა, ლხინებად ვთვლიდით ვარამებს.
როცა არ გვიყვარს, ნათელშიც გავიწკვარამებთ
და, თითქოს, გული კი არა, გვქონდეს სხვა რამე.
როცა გვიყვარდა, ვიცდენდით სულის მღვრიობას,
სივრცე მოჩანდა – თვალების ნაძოვ ღიობად...
როცა არ გვიყვარს, არათუ სული, არამედ – 
მღვრიეა მთელი – ეს ჩვენი კაცობრიობა...

??????