ბატონი პის უკანასკნელი პოსტმოდერნული სიზმრები
ეძღვნება მთვრალ იჰაბ ჰასანს და სხვა ქართველ პოეტებს
***
(სუიციდი)
ზამთრის მზის ცვილის პერანგს ვქსოვდი – ჩამერღვა თვალი
და ძაფი უკან ჩამეღვარა – ნიშნავს დავბრმავდი,
ნიშნავს ქარნაკრავ სანთელივით ჩამექცა მთვარე
და რადგან მზერა ჩამიბრუნდა
ჩამოვიხედე,
ვნახე ყველა გზა, რაც კი მევლო,
ყველა კაცი, რაც კი მენახა,
ყველა ქალი, ვისაც ვენახე,
ვნახე ყველა თხა
და ვენახი,
ყველა გნახეთ
და თავი დავკარგე.
თავი მომწყურდა,
ხელის ცეცებით შევაღე უჯრა,
გამოვიღე
და სარკე შევჭამე.
(პი–ეფენდი ქალად იქცევა – ალისა, ალი.)
***
დიდება ალაჰს, თეთრი ჩვრებით აქოლეს უცებ
ათაითასი ჩაიხანა – ქალაქის სურდო,
რადგან სისხლივით მზე ჩაექცა დაბრეცილ ქუჩებს
და კოჭლ დერვიშებს უფლის ჩრდილში მოლხენა სურდათ.
კედლებს ხავსივით მოდებული ძველი სახადი –
ახლო ბაზრების ოფლის სუნი და დაღლის გემო
როცა დაეტყოთ – ჩვევისამებრ გამომეცხადა
მკვდარი რადიო – მეტსახელად ვერდი–ეფრემი.
...თუ ძველ ფოტოზე დედა ნახო – დაგმარხოს შიშმა
თუ მამა ნახო – მოასწავებს უჟამო ავდარს,
თუ საათს ჟანგი შეეპარა, ეს ისევ ნიშნავს
რომ ჩვენს ოთახში დრო ნელ–ნელა გაჭაღარავდა.
...ვწევარ.. მუზების ბებერ გავას ვაზომებ ფანქარს,
ვაგინებ დალაქს და კბილებში თმების ნარჩენებს.
რადგან ლოცვები ვიცრუე და ჯავშანი გაქრა,
სხვა ღმერთი მალე მჭლე გაბრიელს გამოაჭენებს.
...ამ გაქუცული ძაღლის ავი წკუმუტინის მერე
წესად მაქვს თასში დავითბილო უბიწო ფეხი
(მას შემდეგ, რაც კი დედაჩემის უღრან ბოსტანში,
ისე დამბარეს, არც უკითხავთ იმ ფრთიან გლეხებს,
ძარღვები ვაშლის ფესვებივით გამიდგეს ტანში)
და ხე მიწიდან უკანასკნელ წვეთს რომ ამოწოვს
მივეგებები მჭლე გაბრიელს მქუხარე ტაშით
და ჩემი თმების უშნო გვირგვინს მივუშვერ მორცხვად.
... დედალ ორაგულს ისევ ხარბად მოვთალე გვერდი,
თხელ კბილებს ურჩი ფხის ბუდეებს ვუქსოვ მორჩილად,
მკვდარი სიზმარი ნიშნავს უცებ გახელილ დილას,
(მკვდარი რადიო – მეტსახელად ეფრემი–ვერდი)
ვეება ღამე სხვა დღის დიდი ძილისთვის მამშევს,
რადგან ლოცვები ვიცრუე და ჯავშანი გაქრა,
მე უცოდველი თევზიან ფეხს ვითბილავ თასში
და გაქუცული ძაღლის გავას ვაზომებ ფანქარს.
(პი–ეფენდის კვირაღამის სიზმარი #1 – პილატე)
***
მივხვდი სხვა ტანმა შემოაღო კარები თივის,
როცა ფანჯარამ თხელი ფარდა დაახამხამა,
გავწყვიტე ლოცვა დედის მუცელს მიბმულ ძაფივით,
გავტეხე შიშით შენახული მარხვა და ღამე...
დილით გაძარცვულს გამეღვიძა და აღარ ველი,
შინ უნებლიედ წამოცდენილ დღეებს იღბლიანს ,
რადგან მკვდარ ღრუბელს შევამჩნიე ზეცის ნაფლეთი –
მზესთან ბრძოლაში მორღვეული ზამთრის იღლია
და ვთქვი – დამდგარა ჟამი ჩემგან აქლემის ძერწვის,
დამფრთხალი ძილი შევირიგე და შევიბრუნე,
გაკრული სუნთქვა დაგიტოვეთ, როგორც ანდერძი –
ოდესმე უკან მობრუნების ნიშან–სალბუნად.
...იყო ზღვა უხვი, მაღალი და ტალღამრავალი,
გემთა და ნავთა მოსამართლე, წყალი მოწყალე
ქართა და მეხთა, გზა ლბილი და ძნელად სავალი,
სისხლით მემთვრალე მეზღვაურთა სამარე ხვალის.
როცა შევცურე, ტანზე უცებ მომესხა წვერი,
ბადედ ვიქეცი და სიმაძღრეს დამპირდა ბადე.
მშრალმა ძარღვებმა მკვდარი თევზის იგრძნეს სისველე,
მკვდარი თევზის ხმა მომეხვია და დავიბადე.
ვზი ქვეშე წყლისა, რვაფეხათა მაცვია კაბა
და სანამ მოღლილ ჩემს სხეულში მევე გავები,
დავწანი ბადე, ჩამოვუშვი ქვესკნელში კიბე
და ჩამოვედი, ,,რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები“.
(პი–ეფენდი უჩვეულო ზმანებაში კლასგარეშე საკითხავს ეწაფება. აქა: გორგასალი, რუსთაველი, დანტე, დალი, იონა, იგრი–ბატონი და სხვა მისთანანი)