Et cetera....
მე მაგონებს სულის თოვლი მეწყერს,
როცა ვიშვი ალბათ 18 წლის წინათ
და ბავშვობა ჩამოჰგავდა ედემს.
ტყის მინდვრებში გადაქსოვილ იას.
გადავლახე სათიბები ცრემლის,
მიმოვფანტე უსასრულო მოცდა,
რა ხანია მე სიზმრებში ვხედავ
ნოტრ-დამის წინ მოცეკვავე ბოშას.
როგორ ჩაწვნენ აივნებზე ნისლები
ჩაალაგეს ბუდეებში ტყვია
ჩაიშალნენ ჩემს წინ ობელისკები
და გაუჩნდათ ცის კიბეებს ჭია.
ჩემს სიგარეტს ანთებს დილა ბარბაცით,
კვამლში ვახვევ აი, ამ გულის ნატყვიარს.
ჩვენს ცხოვრებას ვავსებთ მასკარადებით
და სულს ვკეტავთ მოგონებით მტვრიანს.
ჩემს სიზმრებში დაჰქრის ჟღალი სეტერი,
მონადირე ისე გრძნებით ეფერა,
გადაუგდო პურის მცირე ნატეხი,
და ცხოვრება კვლავ გახდა ეტ სეტერა.
ალიონი დაიკარგა ტყეებში,
და კალამი მაინც ფურცლებს ეძგერა,
რაც არ უნდა მიმოვხატოთ დღეები,
ჩვენი ყოფა მაინც არის ეტ სეტერა..
რაც არ უნდა დაეხატა რენუარს,
ან კარუზოს “ტრავიატა” ემღერა,
მთვარე ისევ მოისხამდა პენუარს,
ყოფის არსი იყო, არის იდუმალი ეტ სეტერა.
როცა მოკვდნენ პოეზიის მგოსნები,
მათ საფლავზე დიდად, ფართოდ ეწერა,
რომ ვართ წყვდიადის ჩვენ ზღვაოსნები
ჩვენს აკლდამებს დაამშვენებს ეტ სეტერა....
7.01.2003
ბაკურიანი