კარმელი შალვა
გაზიარება

Ego vi amo 

მაშრიყის მზეო, ო ლკილა, საღვთო ტრფიალით

შენს სადღეგრძელოს ვსვამ, მგოსნურათ ოქროს ფიალით.

წითელი ღვინო მოთილისმობს გიჯურათ მჩქეფე,

კვენის მუტრიბი, ზეიმია, მეფე ვარ,მეფე!

მოდი ქალწულო, ანიშატე დღესასწაული,

სასწაული ხარ მაშრიყელო, მზის სასწაული.

სიტურფით გახდი თვით ხელმწიფრე გვირგვინოსანი,

მე სიყვარულით შევიქენი შენი მგოსანი!

ხოტბა- შაირით აღგავლინე ქებათ- ქებამდე,

ახ დავითვერი, დავითვერი დავიწყებამდე!

აბა იგემე რა ტკბილია ვაზის მტევანი,

გინდა გავფრინდეთ, გველოდება სხივთა სევანი.

ცის ეთერისკენ სადაფული გზატკეცილია,

წამოდი მალე, წავიყვანოთ თან ცეცილია.

ვიშ ღამის მთიებთ, მიციალე ვარსკვლავთ მალხაზებს,...

ო როგორ მინდა ვკოცნო მანგის ნატერფალ ხაზებს!

იქ ვერ მოგწვდება ჩვენ სიკვდილი დღეთ მაკვეცელი,

ჩვენთვის იქნება იქ უმანკო ეს სარეცელი...

მზესთან მე შენით ჩემო სულო მსურს დავიამო ,...

მითქვამს და გეტყვი ო ლეილავ: ეგო ვი ამო!

??????