გრიშაშვილი იოსებ
გაზიარება

სონეტი რობაქიძეს 

წინათ რა იყო, ეს მე არ ვიცი,
მე იმას ვამბობ, რასაც დღეს ვხედავ.
ქართული კაბა როდის ჩაიცვი -
ბავშვო, მიჯნურო, დაო დე დედავ!
უბერებელო! რა ხარ? ვინა ხარ?
შენზე არ ითქმის: “დროსგან ნამუსრო!”
შენს კაბის შრიალს გულში ვინახავ,
ტავდახურულო ხალხის ნამუსო!
ლაპარაკობენ თვით შენი ძვლები,
როცა სცენაზე გწვავს სიხალისე.
ათიათასჯერ გარდაიცვლები,
ათიათასჯერ ცოცხლდები ისევ.
სიტყვის ტავთუხო! ლექსების წყობავ!
ქართული სცენის სულო და გულო,
ერთი სიცოცხლე შენ არ გეყოფა,
შენ, რამდენჯერმე დაბადებულო!ა

??????