არა მყავს ტოლი...
არა მყავს ტოლი, ახლა ღამეა, წავალ, გავივლი. და როგორც თოვლი დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.
სხვა ფიქრი მივლის და საშინელი სიკვდილის ლანდი. მე მინდა ძილი და ეს სიზმარი გათენებამდის.
დგას წამი თრთოლვის, ახლა ღამეა, წავალ, გავივლი. კვლავ, როგორც თოვლი, დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.
|