გორგილაძე ზურაბ
გაზიარება

ერთ ქალად (ხალხურ კილოზე) 

ერთ ქალად შენი ტანი ღირს,
შხვართი ჭოროხის პირზედა,
ორ ქალად შენი ზრდილობა
დამყნილი გვარის ძირზედა,
სამ ქალად შენი ზნეობა,
ჯაჭვი ნამუსის ღილზედა.
ეს ლექსიც მაგათ ბრალია
ასე რომ ამიმიზეზდა.
ჯერ არ შობილა პოეტი,
არ მინდობოდეს იმედებს,
შენში ამდენი ქალია
ერთს ალბათ გამოიმეტებ!

??????