გორგილაძე ზურაბ
გაზიარება

საახალწლო 

ახლა, როცა ოცნებობს ცა ცინცხალი მაღალი
ახლა, როცა მთებზე ჩაქრა მზე დეკემბერის,
უგუნდებოდ მოვიდა, უფანტელოდ მოვიდა,
სინანულით წავიდა იგი წელი ბებერი.

აელვარდა, აენთო თავანკარა თასები,
ყელმაღალი თასები ასე სავსე ყელამდი,
ბერიკაცი მაგარი ჟინით და გატაცებით,
გულბაათობს სუფრასთან ტანდამსკდარი ხელადით.

ხელში აჰყავს ღიმილით, ხელში აჰყავს ალერსით,
ტანბანდურა ბადიში როგორც წელი ახალი,
რამე დიდი იმედი განათდება თვალებში,
იგი, სუფრას კი არა მთელ ქვეყანას დაჰხარის.

სადღეგრძელო მზეგრძელი ყველა თავანს გადადის,
მღერის ბარის ფანდური, ქუხს მწვერვალის ნაღარა,
ერთი გვწამდეს მარადის და გვწყუროდეს მარადის
ძველმა თუ რამ დაგვაკლო, მოგვიტანოს ახალმა.

არსად მზე დეკემბერის, გაქრა წელი ბებერი,
და რაც მიდის, ყველაფერს ჩვენი თბილი ნახვამდის,
მაშ, გააღეთ კარები თარით და სიმღერებით,
მობრძანდა და დაბრძანდა, დადგა წელი ახალი!

??????