უფლისაგან წამოსულო,წადი ისევ უფალთან!!!- მეძავს....
იწვი
სიძვით
და თვალებში ვნებიან ცეცხლს აალებ,
გიხმობს ვიღაც ყალბი ფიცით
და გიკოცნის დალალებს...
გიყურებ და აღარ მჯერა,
რომ ღვთის მსგავსად ვშობილვართ,
მითხარ,ასე ვით დაეცი,
ქალო დ ე დ ი შ ო ბ ი ლ ა ვ ? ! . . .
მითხარ,
შენში როდის ჩაკლეს
ბავშვი
ვნების მხეცებმა,
ანდა რისთვის გაიმრავლე
ტანზე კაცთა ხელწერა?!...
მითხარ,
როდის დაიღალე
ასკინკილის თამაშით,
ანდა
როდის შეგიტყუეს
გარყვნილების თავლაში?!...
ვისაუბროთ მეგობრულად,-
მე არაფერს გარიგებ,
არ ვაპირებ მე შენს განსჯას,
არ ვარ არსთა გამრიგე!....
მჯერა,
რომ შენც ოცნებობდი
თეთრრაშიან რაინდზე...
იქნებ,
სიძვაც
ამ რაინდის
ძიების დროს დაიწყე?!...
იქნება,ვერ ამოგივსო
გ უ ლ ი
პ ი რ ვ ე ლ ტ რ ფ ი ა ლ მ ა -
ამაღლების ნაცვლად დაგცა
და მთლად გ ა გ ა ტ ი ა ლ ა ? ! . . .
იქნებ,
გრძნობის დეფიციტმა
ვნებებისკენ გიბიძგა?!-
და
დ
ა
ე
შ
ვ
ი
ასვლის ნაცვლად,
ამ ცხოვრების კიბიდან?!...
ხარ მეძავი,
უფრო სწორად,
გულცივობის შედეგი,
შეგიძულეს
და შენც შენს თავს
სხვისი ფეხით შესდექი...
შეგიძულეს
და სიძულვილს
"ს ი ყ ვ ა რ უ ლ ა დ "
გიძღვნიან,
თუმცა წრფელი სიყვარულის
არაფერი იციან...
...მაგრამ,ნახე!
გიხმობს ღმერთი,-
ვისაც მართლა უყვარხარ,
უფლისაგან წამოსულო,
წ ა დ ი
ი ს ე ვ
უ ფ ა ლ თ ა ნ ! . . .