გოდერძიშვილი მირანდა
გაზიარება

პიანინო კი თავისთვის უკრავს... 

ცარიელია ოთახი ისევ,- 
როგორც შენამდე, ერთი დღის უკან... 
მე უშენობას ვერაფრით ვივსებ 
პიანინო კი,- თავისთვის უკრავს... 

პიანინო კი თავისთვის უკრავს, 
შენსავით სუნთქავს,იღებს აკორდებს, 
და ის გრძნობები რაც იყო უკვე, 
იღვიძებს კვლავ და შენს თავს მაგონებს... 

სავსე ვარ შენით და ვერ ვისვენებ, 
ყოველ ნაბიჯზე შენს ჩრდილებს სძინავთ, 
პიანინო კი უკრავს ისევე, 
შენ რომ უკრავდი ერთი დღის წინათ...

??????