მოდი
მოდი,
მოდი და გვერდით დამიდექი
ნაადრევი გაზაფხულია და
ცას უნდა შევეკრა – მზისთვის;
მოდი,
მიწის პირველი ბელტები
რომლებსაც ერთად გავაფხვიერებთ
და ყამირიდან
ვაქცევთ საკვებად,
ფეხქვეშ იძვრის და სადაცაა ჩაიქცევა,
უშენობით…
მოდი,
მოდი სანამ გადალახა გაზაფხული
მზემ,
მერე გვიან იქნება და
ვეღარ დამწიფდება სიყვარული,
ქარს-
ვეღარ გადავიტანთ ჩვენ
და ქვე…
შემაშველე ხელი
სიყვარულით,
სანამ სიამაყე
აგიკრძალავს,
ჩამოჯექი სადმე ხის ჩრდილოში,
კალთა დაიფერთხე,
მადიანად -
გადაიკისკისე – მე რომ მიყვარს,
ცად რომ არწივები ჩაიფრენენ,
ჩამოგიჯდები და
ყელის სრუტეს…
გინახავს თოლიების გადაფრენა?
წყვილ-წყვილ რომ მიდიან ტაძრებისკენ;
ცაში აგიშენებ ბეთანიას,
ფრესკებს ცისარტყელით მოვუხატავ…
მოდი,
მოდი და გვერდით დამიდექი,
სანამ, გადალახა გაზაფხული
მზემ.