გოგოჭური მინდია
გაზიარება

გძინავს დარდებიანს... 

გძინავს დარდებიანს,
გძინავს ღონემიხდილს,
ღუმელს ვახურებავ,
სანამ ბეღურები
გამაიღვიძებენ-
უნდა მოგეფერო,
სიტყვით
ჩემს დიაცს და
მერე გამთენიას
უკმეხ ტონს დავიკავებ,
შენც შორს დაგიჭირავ,
საქონ გაჰლალეავ,
მჭახედ მოგიშორებ…
თვალსაც გაგაყოლებ
ქალავ ნაღველიანს…
წლები შეგვპარვიავ
თმაში თივის ღერად…

??????