გოგოჭური მინდია
გაზიარება

საკურა (წერილი) 

ნაახალწლევს რომ გაიღვიძე
და ხელზე უცნაური ინდური ასოები აღმოაჩინე,
- ეს ჩემი სახელია,
მე საქმრო ვარ შენი, რომელიც ჯერ კიდევ არ გინახავს
და მიუხედავად იმისა რომ გამოხვედი ტრადიციების ასაკიდან.
ლოცულობ.
ზაფრანები შენს საწოლთან საოცრად ყვითელია,
ლოგინს ჯერ კიდევ ასდის დარიჩინის სურნელი,
გუშინ ხომ დაგვნიშნეს – უკვე მეორედ,
შემდეგი უკვე ქორწილია და
გაგიცნობ…

იცი, მე საკურა მაქვს, არვიცი რა ქვია,
დეგრადირებული თუ გრადირებული,
მაგრამ ჩემ საკურას სულაც არ მოაქვს ფული,
არც დაბალია,
ბედნიერება მოაქვსო…
ვუყურებ ამ უცნაურ ასოებს ჩემს ხელზე
(ჯანდაბა, კითხვა მაინც ვიცოდე ამ ენაზე)

საოცარია,
არ მეგონა მისტიციზმს კიდევ თუ ვიპოვნიდი სადმე
ოხ ეს მშობლები,
იმედია ლოცულობ ჩემზე,
შენ ხომ ჩემი ცოლი გახდები,
სიყვარულით ინდი.

??????