ნეტავ შინ იყვა…
სიმღერასავით დამჩემდი და
სად ხარ ქალაი,
სად დაიარებ, ზამთარია,
ნეტავ შინ იყვა…
შეგიყვარებდი
იმ თებერვლის ენძელასავით,
მამა მიწას რომ
გამოსტაცებს
სატრფო მზის სხივი.
შამაგხვევდია
მკლავებივით
შაირ-კაფიებს,
სანამ ზამთარი
შენს ლექსვაში ჩაიკაფება
და გაზაფხულის პირველ დილას
ღია ფანჯრებზე,
შენით ანთებულ,
მღვრიე თვალებს დაგილაგებდი.
სიმღერასავით დამჩემდი და
სად ხარ ქალაი,
სად დაიარებ, ზამთარია,
ნეტავ შინ იყვა…