გოგიბედაშვილი დავით–დეფი
გაზიარება

ხილვის ნათებანი 

მანქანის ნომრები, მისამართები,
გადასასვლელი და სადარბაზო,
შენი სახლისკენ მივემართები,
შენთან შეხვედრას ქუჩა მთავაზობს,

ქუჩა ახალი ბზარით გავხაზე,
ბზარში ბალახმა ამოყო თავი,
წამით შევკრთი და სხივმოალმასე
გზის დანახვაზე გზად მომყოლთანი

სართულებს ვითვლი, ასი, ასოცი,
ცათამბრჯენია თვით მონატრება,
დიდხანს ლოდინით თითქოს გავოცდი,
რა დამრჩენია, ღვთის მონად რჩება

მეტრო, რეკლამა, ანარეკლები
და მაკინტოშის ეკრანზე შუქი,
ლაზერის თრთოლვას განა ვეყრები
ზედ გლობალური სიჩუმე, გჩუქნი,

ინდოეთში ხარ? ნიუ-იორკში ხარ?
ჩემი ლექსების კრებული თან გაქვს?
იქნებ რომანი ყველას გერჩივნა,
მებაღესავით წალკოტში დაგრგავს,

ისევ ნომრები ბევრ მანქანების,
ერთმანეთს დღეღამ როგორ დასდევენ,
სიზმრად მივფრინავ, მივექანები,
ბრილიანტები მოგოლს ბრალს სდებენ,

რას დავემალო? ანდა შევხვდე? რას?
გადასასვლელი და სადარბაზო,
თვით მონატრება შენთან შეხვადრას,
როგორც სიკვდილთან ისე მთავაზობს,

თუ გესმის ჩემი, თუ გესმის ახლა
გულზე ბეჭედად ისევ თუ შენ მდებ,
ხილვის ალმურებს თუ მესვრი მართლაც,
დაე მიყვარდე, ათას წლის შემდეგ.

??????