მოქაჩეთ მოტივეთ
გიჟივით მაწყდება
თბილისის ქუჩები
ქაშვეთის მოტივით,
ვიცი გავგიჟდები
და
ნისლივით გავწვები
აქ შუა ქუჩაში.
ლადო და ფიროსმან!
ის ძველი ტფილისი
მოქაჩეთ...
მოტივეთ...
ოღონდაც მეტეხთან,
ოღონდაც რიყეზე...
ცას გორგასლიანის
ცას,
სუფრად თუ გაშლით.
მოდილიანივით
პარიზის ქუჩებში მე
მოვკვდე უღმერთოდ,
მე არ დავიდარდებ,
მე არ მეტკინება.
თვალები იტყვიან
ჩურჩულით უხმეთო,
ჩურჩულით უხმეთო
ბოლო შერკინებას.
მე თქვენი ხალისი,
თქვენი ქართველობა
და თქვენი ამბორი
გზას გამიადვილებს.
შემდეგ გამიძღვებით,
წინ ჟამის წირვაზე
მონასტერს თაბორის.
და ჩოქვით მოვიართ
საყვარელ ადგილებს.
ტატო და ფიროსმან!
ტატო და ფიროსმან!
მტკვრის სანაპიროსთან,
იელვებს ფირუზი
გალას საფირონთა.
ოღონდაც მეტეხთან
ოღონდათ რიყეზე
ცას
გორგასლიანის
ცას
სუფრად თუ გაშლით...
პლანეტას მოწყდება
თბილისის ქუჩები
ქაშვეთის მოტივით.
ვიცი გავგიჟდები
და
გზებივით გავწვები
აქ
შუა ქუჩაში.
ლადო და ფიროსმან!
ის ძველი ტბილისი
მოქაჩეთ მოტივეთ!
მოქაჩეთ მოტივეთ!
მოქაჩეთ მოტივეთ!