შენ გეუბნები!
"შენ გეუბნები! ყველაზე ბინძურ სინამდვილეს
ყველაზე ბინძურ სიცრუესაც შენ გეუბნები!"
შენ ყოველთვის მისმენ მდუმარე,
შენ ყოველთვის გულდასმით მისმენ-
თუ როგორ მოგიყვები ჩემზე,
ათას სისულელეს მოგიყვები!
ათას, სისულელეს, მოგიყვები.
ათას სისულელეს, ისე მოგიყვები...
ათასი ცრემლი ეძალება შენს თვალებში ათას ყაყაჩოს,
ასე გგონია... გიორგი-გურჯი.
ასე გგონია რომ მე რამეს ვამატებ რამეს.
ასე გგონია რომ ვილევი ბოლო ხანია,
რადგან დღეში მხოლოდ ერთხელ ვჭამ
და ისიც ცოტას, თუ ეცოდინება
რომ უფალს,
-რომ არასოდეს მავიწყდები!
-რომ არასოდეს ავიწყდება!
რომ არასოდეს დაგვივიწყებს,
როგორც მეგობრებს
როგორც გარყვნილ, ერთმანეთით გარყვნილ მეგობრებს.
ერთმანეთის სიყვარულით,
ერთმანეთიდან, ერთმანეთისთვისვე
გასულ მეგობრებს,
რომელთაც თითქოს,
მეტი არაფერი დაგვრჩენია...
წავიდეთ და ერთმანეთი,
(თითქოს მეტი მართლა არაფერი დაგვრჩენია)
ერთმანეთზე გაბრაზებულ ბავშვებივით,
ერთმანეთის დღიურებში ვიპოვოდ მხოლოდ.
ესეც იმ ბედნიერ შემთხვევაში,
თუ ოდესმე ერთმანეთს შევსვდით.
თუ ოდესმე ეს მართლა მოხდა-
შენ გეუბნები!
მე...
ყველაზე ბინძურ სინამდვილეს!
ყველაზე ბინძურ სიცრუესაც!
ყველაზე ისეთს...
ყველაზე მეტად რომ მიძნელდება,
შენ გეუბნები
რომ მე არასოდეს მავიწყდები!
რომ არც არასდროს დამვიწყებიხარ!
რომ არც დაგივიწყებ,
რომც ვერასოდეს გნახო,
რომც ვერასოდეს გაკოცო ტუჩებში!
რომც ვერასოდეს ჩაგიხუტო!
რომც ვერასოდეს მოგეფერო!
შენ გეუბნები!
რომ ვერასოდეს მოგიტანო
ჩემი ხელით დაკრეფილი ყვავილები
და დაგიწყო ბალიშთან ახლოს,
რომ ჩემი სიყვარული იყოს პირველი!
რასაც ახლადგამოღვიძებულ თვალებს მიაპყრობ
და მიხვდები თუ რატომ გეძინა, ასე ტკბილად,
ანდა რატომ გამოგეღვიძა.
რასაც გაიფიქრებ!
რასაც თვალების ფშვნეტით, ნესტოებთან ახლოს მიიტან და
სულმოუთქმელად შეიყნოსავ,
მერე ხალათის მოუცმელად, ღამის პერანგით,
ოთახებშI დამიწყებ ძებნას, რომ მითხრა-
-თუ როგორ გენატრები!
თუ როგორი ბედნიერი ხარ!
იქნებ ცოტა იეჭვიანო კიდეც
(და როცა ბაღშიც არ დაგხვდები)
და როცა მობილურზე დამირეკავ,
იქნებ ეს სიტყვები ვეღარც მითხრა,
ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ არ გაიგებ
სადა ვარ, ვისთან?!
რომ ვერასოდეს ვნახოთ ერთმანეთი-
იცოდე რომ ჩვენ-
-ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთიდან,
ერთმანეთისთვისვე გასული მეგობრები,
ვინარჩუნებთ მხოლოდ ერთმანეთს.
ერთმანეთის თავისუფლებას.