გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)
გაზიარება

კოცნა 

მომეცი: ორი გული
სატარებლად სამიც მეყოფა,
მეტს ვერც დავიტევ.

რომ დაგარქვა შეყვარებული

მომეცი: ორი ხელი
თუმცა ორ ხელს სხვაც ბევრი მომცემს,
რომ წავიკითხო მხოლოდ აწმყო 
და გულის სითბო,

მომეცი ორი ღამე,
ერთი გავათენოთ,
მეორეში უნდა დავმთავრდეთ.

მომეცი ორი კიბე,
ერთზე ავიდეთ,
მეორეზეც ავიდეთ.

მომეცი ორი მთვარე
ერთი დავტოვოთ,
ორი გახდებიან,
ერთით გზა გავინათოთ.

მომეცი ორი სიტყვა,
რომ ერთი შევინახო,
მეორე დაგიბრუნო.

მომეცი ორი წუთი
რომ ერთით გაგრძნობინო ის -
რაც მეორით ვერ გაგრძნობინე

მომეცი ორი წვიმა
ერთში დავსველდეთ,
მეორეში რომ დასველება მოგვინდეს ისე.

მომეცი ორი ბაგე
ორიც დახუჭული თვალი...

??????