გზირიშვილი ქეთი
გაზიარება

ლოცვა 

როცა არავის ვწერ,
კალამს ვღრღნი და 
თავზე ცხვრები მახტებიან.
ვითვლი...
დიდი ფარაა,
ჭრელი და უყოჩო.
აქნევენ ცხვრები ფართო დუმებს და 
წვრილ კბილებს მიკრაჭუნებენ.

მომე მარცვალი,
ორმო დავცალე...

– სალამური, ტუჩაქერცლილი – 
თოხი შენი.
ამოაცალე სარეველები,
ამოაცალე სარეველები, 
გააფხვიერე.

როცა არავინ მიყურებს, 
კუთხეში ვდგები და 
ზურგზე მატყლს ვიგროვებ.
თოვლქვეშ იის ფესვებია
ნაგაზების ამარა 
დარჩენილი ფარისთვის.
მტკივა მუხლები.

მზევ, ფარდაგზე გაგიგორდი,
თვალი დავხუჭე...
ცხვრებო, გამეცალეთ!
ცხვრებო, ათასამდე…

??????