გზირიშვილი ქეთი
გაზიარება

(ტროტუარის კიდეზე მიყვარდა სიარული...) 

ტროტუარის კიდეზე მიყვარდა სიარული ბავშვობაში..
ფეხი მიცდებოდა, 
ვვარდებოდი..
მერე თავიდან..
და რომ მეგონა, შევძელი, სწორედ მაშინ გადასასვლელი იწყებოდა..
უტროტუარო, 
უხაზო,
ანდა, სხვა ხაზებით..
გადარბენა რომ უნდა მოასწრო..
ან სულაც, არ უნდა მოასწრო,
წესიერად რომ უნდა მოიქცე..
წესი-ერად.

მაგრამ..
მერე..
წესიერად რომ მოიქცევი, 
(ანდა უწესოდ),
და ახალ ტროტუარს რომ გაუყვები...
და ანცობის ხასიათზე რომ დადგები..
იქნებ არც დადგები, ჩვევის გამო რომ ახტები კიდეზე...
მერე?

დააყენეთ ჩემს წინ შუქნიშნები!
მასწავლეთ ფერები!
დამავიწყდა...
საეჭვოდ გავჩერდი.

??????