წერტილოვანი
” სადაც ვიწროა იქ გაწყდეს ”...
მიძღვნის ფსალმუნი
მათ, ვინც ტაძრებში სანთლებს ყიდის,
მათ, ვინც საპონს ყიდის აბანოში,
ვინც გვამებითა და ტყვიით ვაჭრობს ომში
და სამშობიაროში ჩვილებით.
მათ, ვინც ღვთის სახელით შეიმოსა და სხვას გახადა.
ვინც შავს თეთრად ასაღებს,
ვისაც ხელები აქვს ჩვენი შვილების სისხლში ამოსვრილი
და დედებს ხელებიდან შვილები გამოსტაცა -
თქვენ გეძღვნებათ ეს ფსალმუნი.
თქვენ, ვინც წაქცეულებზე გაიარეთ,
ვინც თოვლს ვერ იმეტებთ ზამთარში
და წყალს უდაბნოში.
ვინც თვალებში ჩახედვისას უკეთ ცრუობთ,
ჩარჩოების დამწესებლებსა და ოსტატებს,
მარად და ყველგან მართლებსა და წმინდანებს -
ადამიანობის უარმყოფელებს,
ფულის აღმსარებლებს
და ანაფორებს ამოფარებულებს.
ვინც მარმარილო შეიმოსეთ,
სავარძლებით გაივსეთ ჯიბეები
და ვინც ცხოვრებას იმახსოვრებთ
ორგაზმიდან ორგაზმამდე.
ვინც ღიმილის უკან შურს მალავს და
ქების უკან წყევლას.
ერთეულებს, ათეულებს, ასეულებს, ათასეულებს და
ყველას ვინც თავის თავს აქ აღმოაჩენს და არ შეიმჩნევს.
თქვენ,
თქვენ გეძღვნებათ ეს ფსალმუნი.
ყვავთა ფსალმუნი
ნუ დაიჯერებთ, რომ ისარი უკან არ მობრუნდება,
ისრები უკანა გზაზე მხოლოდ იგვიანებენ.
ყველა დრო და ყველა წელიწადი
ერთმანეთის ტყუპისცალები არიან,
ისინი ერთმანეთს ბაძავენ და იმეორებენ.
ეს ბედისწერაა, რომ ცვლის ყველაფერს,
ჯვრების ჩრდილებივით თავზე რომ გვადგას,
თორემ ჩვენს დროშიც დახეტიალობს უსინათლო მოხუცი
და ისევ იმ ტკივილებით იკვებება თვითმკვლელი პოეტი.
წელიწადებმა გადაფარეს მხოლოდ მცირედი,
თორემ ისევ ანტიკურობაშია ყველაფრის გასაღები.
თუ აკაკუნებ, ესე იგი არსებობს კარიც
და ნუ ეცდები შეამტვრიო.
პირველი კარი სასჯელად დაგვიწესეს
და ფანჯარაც კი არ დატოვეს ღია, ჰაერისთვის.
სიყვარულს ბორკილები დაადეს და
ხელ-ფეხი შეუკრეს ამაღლებას.
სიყვარულზე ილაპარაკეს და
არ იმოქმედეს.
მოქმედებაშია ბედნიერება და
რეპეტიცია უფრო არის ცხოვრება,
ვიდრე სპექტაკლი.
ცხოვრება კი უნდა განაწყო,
მორთო შენი წარმოდგენებით,
თორემ, აქაც ჯოჯოხეთი ჩაგყლაპავს
და წისქვილის ქვასავით გატრიალებს
საგნებში, ტრადიციებში, წეს-კანონებში და
ყოფის ხვატში.
რითია სავსე ცხოვრება,
თუ არა თვალებით,
მთავარია აქ, საკუთარმა მზერამ არ გაგყიდოს,
ანდა სახის წამოწითლებამ,
თორემ გადაგივლიან,
სხვა დანარჩენზე გარშემო, ხომ ყველა ბრმა არის
და ყრუ, და მუნჯი.
და რაც არ უნდა აკაკუნო,
კარი მაინც არ გაგეღება.
ტყუილი არის ეგ სიბრძნეც და
ეგ შეგონებაც.
გამოფხეკილ საშოთა ფსალმუნი
არაფერიც არ გაგეღება –
კართან მოგკლავენ.
თუ გშიოდა და იმიტომ აკაკუნებდი.
თუ გციოდა და იმიტომ აკაკუნებდი.
თუ გძარცვავდნენ ან გაუპატიურებდნენ და იმიტომ ითხოვდი შველას.
და, მაინც, ის აკაკუნებს ვისაც შემტვრევა არ შეუძლია.
მზეს კი მოხმობაც არ ჭირდება,
ყველგან მზე არის სადაც ყვავილია,
სადაც სითბოა და
სიცოცხლეა.
მზე უშურველად გასცემს და გვჩუქნის, რაც მისია,
რაც შეუძლია
და რაც აკისრია,
სხვა მზრუნველი არც გვეგულება.
რაც მართალია და გულწრფელია
დაძახება, შეხსენება და დაკაკუნება არ ჭირდება.
სამართალიც, თუ კი არსებობს,
თავად უნდა მიდიოდეს მათთან, ვინც იგი დაიჭირვა და
ანუგეშებდეს თავისი არსებობით.
სამართალი კი კუნძულია,
მხოლოდ რჩეული ნავებით მიადგებიან მის მაღალ ნაპირებს.
ისე, როგორც, მხოლოდ მეფეთათვის და მღვდელმთავრებისთვის
გაამზადეს დასაჯდომლები,
მორთეს და მოკაზმეს,
აამაღლეს გოლგოთის მთასა და ტაძრებზე მაღლა.
ხოლო, თქვენ თუ არ დაგაჩოქეს, ეს უკვე მოწყალებაა და
მადლიერებმა უნდა უმღეროთ კიტრების საგალობელი –
“ამპარტავნება, ამპარტავანთა და ყოველივე კიტრობა”.
ის მწყემსი იყო და მებადურთა მეგობარი,
მონებისთვის და გლახაკთათვის არ განკაცებულაო და
დაიმსგავსეს სკიპტრით და გვირგვინით,
ის ფეხშიშველი დადიოდა და ამათმა ჩააცვეს წითელი წაღები.
იცოდეთ, მინისტრთა საბჭო და წმინდა სინოდი პარალელიზმია,
ხოლო ფეხშიშველა გაიმარჯვებს ყველა კიტრზე და
ბრილიანტიან პანაღიანზე.
კარგი პილოტი ის არის ვინც კარგად ეშვება,
თორემ აფრენა ქათამსაც შეუძლია.
სიმაღლე არ უნდა აცდეს ჯვარს,
ხოლო საგალობელი მამლის ყივილს.
შეგიძლია ყველაფერზე ამაღლდე,
მაგრამ საკუთარი თავის ზევით ვერ ამაღლდები.
მხილების ფსალმუნი
სულთა ყასბებად ქცეულნო,
მდგომარეობასა და პატივს გამოკერებულნო,
ისმინეთ ღვთის მოციქული ჩიტის
სიტყვა და ჟღურტული –
მსახიობი თეატრში უნდა იყო, ან კინოში,
მსახიობობის ადგილი ურთიერთობებში და ღვთისმსახურებაში არ არის.
თუ ქურდი იყავი ან ყაჩაღი და ინანიებ,
ნუ ეცდები მინისტრობას და დეპუტატობას,
რადგან ქურდობაში დაგაბრუნებს და
ძველი ჩვევები თავს შეგახსენებენ.
ხატი არ ქმნის სიწმინდეს,
სიწმინდე იქმნება ხატად.
ტახტი და სავარძელი უფლებას არ განიჭებს,
მოვალეობები ზის მაღალ დასაჯდომელზე.
მსახურებას თუ გაურბიხარ,
სჯობს ზამთარს შემორჩენილი ჩიტივით იმღერო,
ვიღაცას მაინც გაახარებ,
რაღა ტახტრევანიდან გაამწარო ათასეული.
ვისაც სარკეში საკუთარი ანარეკლი ხიბლავს და სიამაყით განაწყობს,
გზას ნუ გაიმრუდებს ჩვენზე ზრუნვით და დარდით,
საკუთარი ცხოვრების გზა სარკის მიღმა აღმოაჩინოს.
დღეები ატარებენ ტრაგიზმს წარმავალობისა,
დროში უნდა განსაზღვო დროის სიმძიმეც და
მას განკერძოებით, გვერდიდან უნდა უცქირო.
ტრადიციასა შინა იმალება ყველა სიბეცე და
ეროვნებასა შინა ყველა კომპლექსი.
სული ლუსკუმა არ არის,
რასაც ინახავს იმასვე გასცემს,
რაც არ გასცემს და შიგნით ილპობს,
ის სული არ არის,
სადაც გაცემაა, იქააო სულიც.
ამათ ნუ ჩაუგდებ ხელში,
ნურც სულს და ნურც მარგალიტს,
სულს გაგიფურჩქნიან,
მაგრამ ვარდივით არ იქნება,
არც კარგად საცქირალი,
ერთიც არ იქნება,
სულ ერთად მოსავლელი,
ბევრი იქნება და ბევრჯერ აჩეხილი,
გამწყდარი მძივივით სათითაოდ მიწიდან ასაკრეფი.
წერტილის ფსალმუნი
მწყობრი ნაბიჯით სიცხადისკენ მივემართები
და ვარ ქცეული საყვირად,
რომელსაც ცირკის მასხარა,
სოფლის შარა-გზებზე,
ბავშვების მოსახმობად უკრავს,
წარმოდგენის წინ.