ლაიკის ლეკვი
არ თმობს ზამთარი მზითევს: მზეს ბეჭდად არათითობს; მცივა, ლოლუა თითებს მოპარულ ლეკვით ვითბობ.
გული ძლივს უცემს გულთან, ტყავში გაუდის ნეკნი; ხვალ გაეყიდათ, უნდა, ეს თათლოკია ლეკვი.
რა ბირდაბირად ბარდნის... მივდივარ მდგმურის მდგმური; მიმყავს წკმუტუნა დარდი, მიმაქვს ნაპოვნი პური...
|