ჩემი რჩეულნი
-რატომ უდარებ მთებს ცერა-სრებს?
რამდენიც გინდა აზმან-ატოლო...
-რუსთველის მერე?...
-რუსთველის მერე -
გურამიშვილი, ჩემო ბატონო!
-მერმე?
-ვაჟა და ბარათაშვილი!
-აქეთმდგმურენი?...
-ზოგი ჰა და ჰა...
-აკაკი?...
-აქ კი...
-სცდები.
-დამშვიდდი...
მეც ამბნევია თავგზა, ხანდახან.
გალაკტიონით ვიწყებ მეოცეს...
-გრანელი?...
-მისი ცრემლიც მასველებს,
სხვა საყდრიონით ვერ გაგაოცებ,
საბას გაფიცებ, აქ შემასვენე...