დადა-მეფის არჩევნები . ვარიანტი II
სადაც კი ჩნდება დადა,
იქ ფიქსირდება მადა...
სადაც გაქრება მადა,
ანულირდება დადა.
_ ო, მშვენიერო ნატა,
ნატა, სინათლე გაკრთა,
შენ უკუაგდე დადა,
შენ შეიყვარე მადა;
_ ნატა, სიბნელეც გაკრთა,
სად არის შავი კატა?
_ ვიზუალური კატა,
_ დადასტრალური კატა?..
კატას გაუქრა მადა,
თაგვებს არ იჭერს კატა,
უქნარა გახდა კატა,
რომელიც შენ გყავს _ ნატა!
კატაკლიზმები _ დადა,
კატაკლიზმებში _ ნატა;
როგორ გიხდება ფატა,
ფატა თეთრი და სადა.
შენ გეცინება ნატა,
რომ გაგეპარა კატა,
ვიზუალურმა კატამ,
გაითავისა დადა!
_ პორნოგრაფია _ ნატა;
_ ტრანსსექსუალი _ ნატა;
_ აბსტრაქციული _ ნატა...
ყველაფერია ნატა,
რომელიც სხვისი გახდა.
და სადაც ჩნდება დადა,
იქ ფიქსირდება მადა!
_ დაკავშირების მადა,
_ გადახლართვების მადა,
_ გადაფურთხების მადა
ქრება უეცრად _ დადა,
რომელსაც მიჰყავს ნატა.
ნატას გაექცა კატა,
სახელად _ არამზადა!
არამზადაა _ კატა,
კატა _ ნატაში გაკრთა,
ნატა _ კატაში გაკრთა...
და ერთმანეთში კრთომით
გახდა ორივე დადა!