ბუნდოვანი გიორგი
გაზიარება

განდევნილი ლტოლვა 

განდევნილი ლტოლვა უკუიქცევა
დაიხავსა სულის ეპიტაფია...
საოცრების მონუმენტი იმსხვრევა,
და ეს მსხვრევა _ სიცოცხლეზე სწრაფია.

მოიდრიკა სიმახინჯემ ფერდები _
სხვას დანებდა სკანდალების მწვერვალი...
უსასრულო გალაქტიკას ვერწყმები,
ცის პალიტრა ილაბზება _ ფერვალი!

საუკუნის იღუშება ანფასი,
ვნების ქერქი შემოახმა სილუეტს...
ცეცხლი ფეთქავს უხილავი, ათასი,
და სამყარო ისმენს მწუხრის მინუეტს!
_ განკიცხული ლტოლვა უკუიქცევა,
დაიტბორა სულის ეპიტაფია!

??????