ბუნდოვანი გიორგი
გაზიარება

თვითზეაღსვლითი მიღწევადობის განდიდებადი მიუსვლადობა! 

სულში ამაღლდა მძლავრი გენია,
გრძნობამ უარყო მკვეთრი ქმედება...
ჩემს აღმაფრენას რაც კი ეხება _
მთელი პლანეტის შენაძენია!

პარადოქსებით გაჭედილ ტვინში,
გადაისერა მწუხრის ბოჰემა...
წყვდიადში მესმის გულების ცემა,
როს გარდაქცევის, მეწყება შიში!

ვერ აიხსნება ჩვეული ენით,
თუ რა დიდია პოეტის არსი...
ჩემი ნატურის, არ არის მსგავსი _
ვერ დამეწევა, ვერავინ დევნით!

ჩაილეწება ქარებში ბოღმა,
ვის რა შევუნდო, ან და კი რისთვის?!
შლეგი აზრები სივრცეში იწვის,
და არაფერში არ ვიცი ნორმა!

როცა მძაფრდება აღქმების სენი
ყოველთვის ვტოვებ საკუთარ ფუტლიარს _
სული მოითხოვს გენიოს მკურნალს,
_ (ღამის მორევში აჩრდილებს ვტენი!) _

_ სულში აზვირთდა ურჩი გენია,
გრძნობამ განაგდო სხარტი ქმედება!..
ჩემს გადარევას რაც კი ეხება _
მთელი სამყაროს შენაძენია! _

??????