ბუნდოვანი გიორგი
გაზიარება

დასველებული ლტოლვის პრეპარირება 

კარები ტვინის შიგთავსში ამოვჭერი,
აზროვნების ცხრაკლიტულში დამწყვდეულია _
კიმ ვაილდის ულამაზესი ტანის რონინი...
ბლაგვ ბგერებს ისვრის ათრთოლებული ტუჩთა კრთომა...
თავისქალის ლაბირინთი ყურებიდან ამოიხსნება.
_ უკვე გავსასიზღრდი და უკვე ვისვრი რისხვას:
ხარბი შთაგონების სიშლეგე მგესლავს უკბილოდ,
თან ხომ მოზვავდა მტკივნეული, მძაფრი სურვილი.
ო, კიმ ვაილდ, ვის ვეთაყვანო შენს თვალთა გარდა?!
როდესაც აფრქვევ, ვით ოპიუმს, შენს სურნელებას _
და ცივ ეკრანში ისახები, როგორც ლეგენდა.
რა ცრუ იდეებს ეწირება ფიქრის მისტიკა,
რა მავნე ზრახვებს ვერ იშორებს პირადი ხედვა?!
კვლავ ის კარები, ძარღვთა ურდოს ჩაურაზია.
ღრმა ნაოჭების, მას დაიცავს _ კავალერია...
ჩემს თვალებიდან მის თვალებში ვაგზავნი მუზას,
თოვლივით თეთრზე, წითელ ამბორს ტუჩებით ანთებს,
ვნების ჭიები ულოკავენ ნაშიშვლ ძუძუებს _
როს მის ხერხემალს აუყვება მშვიდი კანკალი!
და გარდასახავს უკვდავებას, მუსიკის ნოტით!
კარები ტვინის ჯურღმულში ვეღარ გავაღე,
ისევ გონების კამერაში ზის კიმ ვაილდი,
დემონურ თარსვას მოავლინებს რონინი ტანის...

??????