ბუნდოვანი გიორგი
გაზიარება

ტრავმირებული ტრიტონის ტურნე _ შიგთავსში! 

ვგრძნობ სხეულის ლპობას, თანდათანობით
აშკარად ვხედავ ჩემს შინაგან ორგანოებს...
მათში გამომწყვდეულ სულს, სულს წყვდიადურს!
ვგრძნობ, რომ მალე სასრულს ვიგემებ,
_ მასვე ვეთაყვანები და მასვე ვემონები...
სასრული ჩემი _ უსასრულობის გვირგვინია!
სასრული ჩემი _ სიდიადის ფენომენია!
თვით მე ვარ, ჩემივე სასრული და უსასრულობაც!
სიკვდილი დაფართხალებს ჩემს კუტ ოთახში,
მას მშრალი და კოჟრიანი ფრთები დაჰბზარვია,
მას სურს ჩემს ლორწოვან სირბილეში გაჯდომა,
მაგრამ აზროვნების გამგებელი _ გონება,
ჯერჯერობით ეწინააღმდეგება შეჩერდი, არ გასწირო!..
მაგრამ ვის ესმის გონების ძახილი სხეულსა და ძვლებსა შინა?!
იქნებ საკუთარმა სისხლმა მიშველოს ოდნავ მაინც?!
მაშ, შევსვამ ძარღვებიდან მჩქეფარე სისხლის პორციას!
მაშ, გავუკაცურდები, პირად ტყავში ბოდიალით...
მე უკანასკნელ ჟამსაც დავწერ, თუნდ არაისეთს...
_ პოეზია ყოველ სენთა მირაჟული აბია,
ხელოვნება კი _ არსის თერმომეტრია, გაჩხერილი სამყაროს იღლიაში!
მე მტკივა, მტკივა მთელი ხორცი, ამჟამად ვწუხვარ.
ვწევარ და ვდგები, ვდგები და ისევ ვწევარ _
ეს წოლა იგივე უწონადობაა!
რაოდენ შთამბეჭდავია ეს ფერადი სამყარო –
სამყარო, მძორის გირლიანდებით დახუნძლული.
დახუნძლული და დატბორილი მდუმარების ექოთი...
ასე ყრუ-ემოციურ მისტერიით ვახრჩოლებ
ჩემს მოშხამულ სულს თეთრ ფურცელზე
და უნიათოდ ვიღიმები!
სხეული იხრწნება,
მე ვიფიტები...

??????