ბუნდოვანი გიორგი
გაზიარება

ღამეული დაჭლექიანება 

მოიკლაკნება უდრტვინველობა სულის ჩარჩოდან.
მისავათებულ სიმფონიას უსმენს მადონა _
მავნე ზრახვების ნაცარტუტარ მიკრობებს ლოკავს
დიდი პედანტი. მრუში და ცრუ არსი!
ხველებადამსკდარ თავისქალის ბზარი იზრდება,
ღამურის თვალში, სისხლნარევი, დუღდება ბორშჩი.
ფრთის ბრჭყალთა კაწვრას ემუქრება საღამოს ფითრი,
განუკურნელი კეთროორგია ამშრალებს ღაწვებს,
ექიმის ბურღი გადაცვეთილ კბილებში იბრძვის _
ღრიალი ისმის პალატების თეთრი ზღაპრიდან.
ჩუმად ილესავს ბლაგვ ბუსუსებს წიაღის მატლი;
ტკეპნის ქვესკნელში მოლანდებებს, მწყრალი მასხარა.
აქ არის კვნესა და ტკივილი, უეცარ ბინდის!
მალარიების ცენტრალურ ხაზებს იპყრობს ჭაობი,
_ აღარ მაციებს დაწერილის უაზრო ყინვა,
ან გრადაციის საბოლოო ნისლოვანება!

??????