თოთაძე ლალი
გაზიარება

ჯეჯილი ბანზე 

შრიალებ, როგორც ჯეჯილი ბანზე
და როცა ზეცას მოუვა თვლემა,
მიხსენებს წვიმა მწირსა და ნამზერს,
ძველი მტერივით მარბევს და მთელავს.
ბავშვის გულიდან თუ კულულიდან
ამოსული ვარ და მტერს ჰგონია,
ვითომ ყანა ვარ მარტო ჩუმი და
სხვა საფიქრალი არა მქონია.
მაგრამ ჩემს პატრონს ვახსოვარ რაკი
და ცოცხალი ვარ, იმედი მეც მსურს,
ჩემს ფესვზე მშვიდად კიდია ჭრაქი,
შემოსხდომია ჯალაბი ფეშხუმს.
ჩემს ქვეშ სოფელი ცხოვრობს ნამდვილი
და ემზადება, რომ მტერს ანანოს,
ვარ იდუმალი ვინმე მარტვილი,
მტრისთვის კი მხოლოდ მწირი ყანა ვარ.
მე ვარ იმედი და ზეცა დამმზერს,
სანამ ვშრიალებ და სული მიდგას,
ვარ ამოსული ჯეჯილი ბანზე
ბავშვის ცრემლიდან და კულულიდან.

??????