ბიბილაშვილი ზაზა
გაზიარება

დროის მანქანა 

_ იქნებ ვინმეს გინახავთ?
_ იქნებ სადმე ხვდებით?..
შენს ძებნაში კინაღამ
მოვიტეხე ფრთები.
როგორც იქნა რო დადგა
ჩვენი შეყრის დრო და
რაღაც გიხაროდა და
მართლა გიხაროდა,
განა ავი კაცივით,
განა სიმწრის შფოთით
ანდა განა დაცინვით _
მართლა იცინოდი! _
დარდი აურაცხელი
მოვიცილე ფიცხელ,
არ ვაციე-ვაცხელე
და ასაკი გკითხე.
მე _ ლოდინით ვიწვოდი,
შენ _ გულდასმით თვლიდი,
ვიდრე გამომიწოდე
რამდენიმე თითი.
წლები შევიფერე და
გამოვბრუნდი ხვნეშით:
შენი ბედნიერება
გეტეოდა ხელში.

??????