თედორაძე დავით
გაზიარება

ნარგიზ აბაშიძეს 

ცხოვრება შენი ია-ვარდით არ მოფენილა,
ოჯახს ებოძა მძიმე ტვირთი საქართველოსი,
მამულისათვის სანთელივით ჩამოღვენთილა,
ცრემლის ტბებიდან ამოსული ხარ ანგელოზი.
დიდება უფალს! სიზმარივით დარჩა წარსული,
ის თავგანწირვაც შემკული და შედაფნულია
ხარ დიდი მამის, ბრძენი დედის სათნო ასული,
შენს ირგვლივ შენგან გაცემული სიყვარულია.
შენს სახლს, შენს ოჯახს სათნოების ტაძარი ჰქვია,
ლაღი არწივი, გაუწვრთნელი ბედმა გარგუნა,
წინაპრის სისხლით ნაგლეს დუღაბს ამშვენებს ია,
სულის მალამოდ, სულის წამლად, სულის სალბუნად.

??????