კაკაბაძე ირაკლი
გაზიარება

აბუდელაურის ტბა 

დიანა ანფიმიადის

ახალი ნავით მოადექი მშობლიურ ნაპირებს,
მშობლიურ ნაპირებს _
წინაპართა საფლავებით მძიმეს და მსუბუქს,
მსუბუქს,
რადგანაც გულზე მსუბუქად დაეყარათ მშობელი მიწა
მაგ შენს წინაპრებს.
საიდან მოგაქვს ეს ხმები,
ეს ჰანგები?
რომელი გზებით მოაღწიე,
მოაღწიე რომელი გზებით?
საიდან მოგაქვს ეს ვარამი,
ეს დარდობანი _
რომელი ზღვებით მოადექი,
რომელი ზღვებით?
რაღაცას ვეძებ შენს თვალებში,
თუმცა ვერაფერს ვერ ჩავეჭიდე,
ვეძებ ახლობელს შენს ხასიათში,
თუმცა ვერაფრით ვეღარ ვმშვიდდები.
თეთრ აფრებს ვღებავ შავი მელნით,
თეთრი თითებით,
ამ აფრებითვე აღვიმართები,
აღვიმართები ჩვენი გზნებით,
გზების დიდებით,
ამ აფრებითვე აღვიმართები.
იალქნები მაქვს მაღლები და თვალუწვდენელი,
ყოველი გზებით,
ყოველი ზღვებით . . . 
საიდან მოგაქვს ეს ჰანგები,
ასეთი ხმები?
საიდან მოგაქვს _
რომელი გზებით?

??????